21 ნოემბერს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში “ჯანდაცვის ასოციაციის” და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური.
შეხვედრაზე განხილულ იქნა:
1. მშობიარობის დაფინანსების მეთოდის ცვლილება;
2. კლინიკებისთვის შესრულებული მომსახურების ანაზღაურების საკითხი;
3. ახალშობილთა რეანიმაციის დაფინანსების საკითხი.

