15 ნოემბერს, საქართველოს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ოფისში, ჯანდაცვის ასოციაციის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ჯანდაცვის სფეროში მოქმედი ახალი რეგულაციები, პირველადი ჯანდაცვის და ახალი დაფინანსების მეთოდის -დრჯ-ის გამოწვევები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პალიატიური მზრუნველობის და ექთნის პროფესიის განვითარების საჭიროებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები:
1. რეხა მენონი - პრაქტიკის მენეჯერი ჯანმრთელობის, კვებისა და მოსახლეობისთვის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში
2. ქრისტინე ლაო პენა - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის, უფროსი ეკონომისტი
3. ნინო მოროშკინა - ადამიანური რესურსების განვითარების უფროსი სპეციალისტი.

