საგანმანათლებლო სემინარი ჟურნალისტებთან

23,24 ივნისს, ჯანდაცვის ასოციაციამ საგანმანათლებლო სემინარი  „ჯანდაცვის სფეროს გამოწვევები“ გამართა ჟურნალისტებთან. სემინარში მონაწილეობდნენ 20-მდე ტელე, ბეჭდური და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტები.

ტრენინგზე მოწვეულმა ექსპერტებმა, გიორგი გოცაძემ და ნიკოლოზ გამყრელიძემ, განიხილეს ჟურნალისტებისთვის აქტუალური საკითხები, კერძოდ: ჯანდაცვის სისტემის ადგილობრივი და საერთაშორისო მოწყობა; ჯანდაცვის სფეროს მმართველობა; დაფინანსების მოდელები; ბაზარი და საბაზრო ურთიერთობები; დაფინანსების მოდელები საქართველოში; სატარიფო პოლიტიკა და სხვა.

 „ჯანდაცვის სისტემა არის სახელმწიფოს მდგრადობის ერთ-ერთი ღერძი, რომელსაც სჭირდება გრძელვადიანი, მდგრადი განვითარება. სამწუხაროდ, განათლების სისტემის მსგავსად, ამ სფეროსაც ეპიზოდურად და პარტიული მოკლევადიანი დღის წესრიგის მიხედვით უდგებოდა ყველა ხელისუფლება. მდგომარეობაც შესაბამისია. საჭიროა სახელმწიფოს, ჯანდაცვის და სადაზღვევო ბიზნესის გრძელვადიან სტრატეგიაზე შეთანხმება და მისი უწყვეტად შესრულება. არსებობს სხვადასხვა გამოცდილება, ცოდნა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია. მიზანი უნდა იყოს მოსახლეობის ჯანდაცვის პრევენცია და ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობა. სამწუხაროა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სფერო ყურადღების მიღმა გვრჩება გადაწყვეტილების მიმღებებსაც და მედიასაც. საჭიროა ყველა მხარის ჩართულობით.2 დისკუსიის წამოწყება და გრძელვადიან სტრატეგიაზე შეთანხმების მიღწევა“- ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების უფროსი რედაქტორი.

Previous
Previous

ღია წერილი ბატონ ზურაბ აზარაშვილს

Next
Next

მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ კონფერენცია