მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ კონფერენცია

ჰოსპიტალური სერვისების შესყიდვების პოლიტიკა, მეთოდოლოგიის დახვეწა, არსებული გამოწვევები და მიღწევები - ამ თემებზე იმსჯელეს მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე საერთაშორისო პარტნიორებმა, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა და ჯანდაცვის ასოციაციის დამფუძნებელმა წევრებმა.

მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აქცენტები პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ "უწყების მიზანია ჰოსპიტალური სერვისების შესყიდვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომელიც სისტემას უფრო გამჭვირვალეს, სამართლიანსა და ეფექტურს გახდის. მისივე განმარტებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვისთვის და ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილება, ჰოსპიტალურ სექტორთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია". მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დრჯ-ის დანერგვა გრძელვადიანი პროცესია და ძალზედ მნიშვნელოვანია, პროცესში ჩართული იყვნენე სამედიცინო დაწესებულებები, რათა სისტემა იყოს სწორად დანერგილი.

შემოგვიერთდით

#ერთადცვლილებებისთვის

Previous
Previous

საგანმანათლებლო სემინარი ჟურნალისტებთან

Next
Next

სამუშაო შეხვედრა