გასულ კვირას, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაკეთდა განცხადებები კლინიკების მიერ კოვიდ პანდემიის დროს დახარჯულ თანხებზე. მინისტრმა გააკრიტიკა სამედიცინო დაწესებულებები და თქვა, რომ კოვიდ კლინიკებში სახელმწიფოს 2 მილიარდამდე ლარი აქვს გადახდილი, როცა საშუალოდ საწოლების 40% დაკავებული არ იყო. მინისტრმა ასევე თქვა, რომ კლინიკები ხელოვნურად ზრდიდნენ პაციენტების რაოდენობას.
საპასუხოდ, ჯანდაცვის ასოციაციამ გაავრცელა განცხადება - https://bit.ly/3sqk8zg.
საკითხის ნათლად წარმოსაჩენად შევქმენით საგანმანათლებლო ვიდეო, სადაც ავხსენით სრული პროცესი, პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებზე და გავლილ ეტაპებზე.

