ახალი საკანონმდებლო ცვლილებები

რას გამოიწვევს ჯანდაცვის კანონმდებლობაში ახალი საკანონმდებლო ცვლილებები?

მაკონტროლებელს უფლება ექნება:

• წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს,თავისი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, შევიდეს სამედიცინო დაწესებულებაში;

• მოითხოვოს ნებისმიერი მასალის, ნივთის, დოკუმენტის, დათვალიერება, ხელშეუხებლობა, აზომვა, ფოტო/ვიდეო გადაღება, ან/და დალუქვა ან/და ამოღება. ვადებს ასევე თავად განუსაზღვრავს სამედიცინო დაწესებულებას;

• თუ მიიჩნევს რომ ადგილი აქვს სამართალდარღვევას, იქვე, ელექტრონული სახით გამოწეროს საჯარიმო ქვითარი, რომლის, ასევე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის უფლებამოსილებაც ექნება;

• როგორც სამართალდარღვევის აქტის, ასევე,  შემოწმების დროს მაკონტროლებლის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვტილების, სამედიცინო დაწესებულების მიერ გასაჩივრება არ შეაჩერებს მის მოქმედებას და აღსრულდება მიუხედავად იმისა, რომ მის კანონიერებაზე დავა წლები გაგრძელდება.

• ნებისმიერი თანხა, რომელიც მაკონტროლებლის გადაწყვეტილებით დაეკისრება სამედიცინო დაწესებულებას (იქნება ეს რომელიმე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (მათ შორის ვერტიკალური), თუ ადმინისტრაციული სამართალდარღევათა კოდექსით გათვალისწინებული) ექვემდებარე სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო დაწესებულებისათვის უახლოეს პერიოდში გადასახდელი თანხიდან გაქვითვას.

სადავო თანხების შემთხვევაში, დაწესებულებისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან შესაბამისი ოდენობის ანაზღაურების გადახდა შეჩერდება.

 

სრულად ქრება სასამართლოს როლი, სამედიცინო დაწესებულების, როგორც მეწარმე სუბიექტის, შემოწმების ნაწილში.

როგორ ხდება ახლა?

მოქმედი კანონმდებლობით, მაკონტროლებელი ვალდებულია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით და დაასაბუთოს, თუ რატომაა საჭირო სამედიცნო დაწესებულებიდან გარკვეული დოკუმენტაციის ამოღება ან ადგილზე შემოწმება.

სასამართლო არაუგვიანეს 72 საათისა იხილავს შუამდგომლობას, (როგორც წესი სამედიცინო დაწესებულების ჩართვის გარეშე) და იღებს გადაწყვეტილებას.

 

Previous
Previous

ჯანდაცვის ასოციაციის ჩართულობა საპარლამენტო კომიტეტების სხდომებზე

Next
Next

შეხვედრა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტში