ვარდისფერი ოქტომბერი - ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვე

 ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიური დაავადებაა. ქალბატონებში ონკოლოგიურ დაავადებებს შორის იგი პირველ ადგილზეა.

დღევანდელ ეპოქაში, თანამედროვე მკურნალობის შემთხვევაში ძუძუს კიბო განაჩენი არ არის, მთავარია დროულად მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება.

 ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება. ვარდისფერი ბაფთა ამ კამპანიის განუყოფელი ნაწილია. კამპანია მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

 ვიდეოში, ასოციაციის წევრი - სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური ონკოლოგი - ყველასთვის ძვირფასი რომან სრესელი ,,ვარდისფერი ოქტომბრის'' შესახებ საუბრობს.

Previous
Previous

ჯანდაცვის ასოციაციის სასწავლო ვიზიტი სამხრეთ კორეაში

Next
Next

ჯანდაცვის ასოციაციის და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შეხვედრა