შეხვედრა შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების ნორმებზე

7 ნოემბერს, დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების და სტაციონარული დაწესებულებების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ, კერძოდ კი სამედიცინო დაწესებულებების სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს მთავრობის დადეგნილების (#410; 17.10.2023) თანახმად, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, სრული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვოს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, საანაგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე და წარუდგინოს ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების დაცვის შესახებ წინა წლის ანგარიშებთან ერთად.

სამედიცინო დაწესებულებები, ვალდებულნი არიან, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების ნორმები, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე, სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ ტექნიკურ რეგლამენტთან და სტანდარტებთან.

შეხვედრას უძღვებოდა სსიპ ფარმაცევტული და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი მხეიძე.

შეხედრას ესწრებოდნენ  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, რეგულირების სააგენტოს და ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენლები.

Previous
Previous

გაეროს ასოციაციის კონფერენცია

Next
Next

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევის ფარგლებში მოსმენა გამართა